ციტრუსის ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტრეიდინგ გრუპი“ წელს პროდუქციის უზბეკეთის ბაზარზე გატანს გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა კახა შავაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა მათთან კონტრაქტი რამდენიმე დღეში გაფორმდება.
„შარშან ჩვენმა პარტნიორებმა მოახერხეს და დაახლოებით 200 ტონის უზბეკეთში შეტანის უფლება აიღეს, თუმცა შემდეგ ექსპორტზე უარი ვუთხარი რადგან ცუდი ხარისხი იყო და იმ ხარისხს ვერ უზრუნველყოფდი რასაც დავპირდი. წელს ვგეგმავთ, რომ ამ ბაზარზე შევიდეთ. ჯერ-ჯერობით უზბეკეთის მხრიდანაა შეფერხებები ფიტოსანიტარიულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გამართულია. უზბეკეთის ბაზარი საკმაოდ კარგი ბაზარია. ვფიქრობ ნებისმიერი ბაზრის შენარჩუნებასა და განვითარებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეთ“, - განაცხადა კახა შავაძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, მისი მოსაზრებით, მთავარ პრობლემად კვლავ პროდუქციის ხარისხი რჩება.
სამწუხაროდ წელს მოსავალი შარშანდელთან შედარებით პრაქტიკულად ნახევარი მოვიდა, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებელი არც ისე ცუდია, თუმცა პრობლემად მაინც რჩება ხარისხი - ბაღების არასათანადო მოვლა. ამაში ფერმერებს სერიოზული დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ფორთოხალს,კახა შავაძემ თქვა, რომ მისი საექსპორტო პოტენციალი ნაკლებია, რადგან ქართული ფორთოხალი ბერძნულ და თურქულ ფორთოხალს კონკურენციას ვერ უწევს.
ცნობისთვის: ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს, რომელიც ფუნქციური 1 თებერვლამდე იქნება. ვასუბსიდირებთ ამ კულტურასაც, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება