14.მარტი.2019 12:21
საზოგადოება

წელს ყველა საგამოცდო ცენტრი კონდინციონერით იქნება აღჭურვილი

წელს ყველა საგამოცდო ცენტრი კონდინციონერით იქნება აღჭურვილი
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგამოცდო ცენტრები კონდინციონერით იქნება აღჭურვილი.

ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ისაუბრა.

„საგამოცდო ცენტრები შარშან აღიჭურვა კონდინციონერით, ჩვენ წელს გადავამოწმებთ თუ რადენად წესრიგშია ყველაფერი. წელს შეიძლება ცოტა მეტი აბიტურიენტი გვყავდეს და თუ დაემატება საგამოცდო ცენტრები სხვადასხვა ქალაქებში, ყველა ცენტრი სათანადოდ მოეწყობა და აღიჭურვება“, - განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 ივლისიდან დაიწყება.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

23.მაისი.2019 18:29
841

როგორი იქნება მიწისქვეშა სანაგვე ურნები ჭავჭავაძის გამზირზე – ფოტოები

ვრცლად
23.მაისი.2019 18:08
67

37-ე სკოლის მიმდებარედ ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

ვრცლად
23.მაისი.2019 13:42
131

მოზარდებისთვის იმ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

ვრცლად
23.მაისი.2019 12:42
73

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდება

ვრცლად
23.მაისი.2019 11:40
94

"ბილაინის" მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ

ვრცლად
23.მაისი.2019 10:30
88

ჩუღურეთის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ვრცლად