მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წეროვანის მიმდებარედ, მაგისტრალზე Gulf Store-ის რიგით მე-100 მაღაზია გაიხსნა

6478294fcb4cf
BM.GE
01.06.23 10:14
861
წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე Gulf Store-ის რიგით მე-100 მაღაზია კომპანიის მენეჯმენტმა საზეიმო ვითარებაში გახსნა. Gulf Store - Convenience ფორმატის პირველი მაღაზიათა ქსელია საქართველოში რომელსაც ნავთობკომპანია Gulf-ი ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიაზე 2013 წლიდან ავითარებს.

დღეის მდგომარებით, საქართველოს მასშტაბით უკვე 100 Gulf Store-ის მაღაზია ოპერირებს და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების პროდუქცია და ყველა ის საჭირო პროდუქტი, რაც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს მგზავრობისას, ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია Gulf-ის ექსკლუზიური პროდუქტები, როგორიცაა გალფის ჰოთ-დოგი, გალფის ენერგეტიკული სასმელი, ყავა და სხვა.

(R)