სოფლის მეურნეობის პროდუქტების სარეალიზაციო მაღაზია „წერტი“, რომელიც თბილისში 2 ლოკაციაზეა განთავსებული და სარეალიზაციო და საწარმოო სივრცეს მართავს, 15 იანვრიდან, თბილისში ყაზბეგის გამზირზე გახსნილ ახალ ფილიალში რძის საწარმოს გახსნის.
კომპანიის დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას დიდი ხანია გეგმავენ და ამ იდეის განსხვავებული გადაწყვეტაც მოიფიქრეს.
„თავიდან იყო იდეა, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმო კახეთში აგვემოქმედებინა, თუმცა ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორიგინალური და განსხვავებული წარმოება დაგვეწყო, რაც იმაში მდგომარეობს, რომ „წერტიში“ შემოსული მომხმარებელი პირდაპრი ხედავს რძის პროდუქტები როგორ იწარმოება. რძის საწარმო ოფიციალურად 15 იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა „წერტის“ დამფუძნებელმა.
მისი თქმით, საწარმოს მოწყობაში დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც „წერტის“ ახალი ფილიალის სრულ ინვესტიციაში შედის. საწარმოს წარმადობა 8 საათში 1.5 ტონა რძეა, რაც 16 საათში 3 ტონას შეესაბამება.
„ვფიქრობთ, საკმაოდ მოცულობითი წარმოება გვექნება. წარმადობა კი მოთხოვნის მიხედვით გაიზრდება.
სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი ჩვენი კომპანია „აგროქიზიყი“ მერძეული ფერმერებისთვის კომბინირებულ საკვებს ამზადებს. შესაბამისად ჩვენი პარტნიორი კახელი ფერმერებიდან წამოვიღებთ ნედლს რძეს და ადგილზე რძის პროდუქტებს: ყველს - იმერულს და სულგუნს, მაწონს, კარაქს და ხაჭოს ვაწარმოებთ“, - უთხრა BM.GE-ის ბიძინა გონაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „წერტის“ პირველი ფილიალი ხორცპროდუქტებს და ნახევარფაბრიკატებს ამზადებს, ხოლო მეორე რძის პროდუქტების წარმოებას დაიწყებს.
„ჩვენი სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები „წერტის“ ორივე ფილიალში იქნება წარმოდგენილი“, - თქვა გონაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ