მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას სტატისტიკური მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას - გოგიტა თოდრაძე

647770de0e5e4
თელარა გელანტია
31.05.23 22:00
821
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას სტატისტიკური მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას და იქვე დასძინა რა რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო.

„ალბათ ამისთვის გვჭირდება უფრო და უფრო მეტი დიალოგი მომხმარებელთან, ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის გასაჯაროება და არგუმენტირებული პასუხები ჩვენი მხრიდან ამა თუ იმ მაჩვენებლის ცვალებადობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება კითხვას - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის - საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა აქცენტი მაღალი ხარისხის სტატისტიკაზე გააკეთა.

„როგორც სტატისტიკოსი, ვფიქრობ, საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი, დისაგრეგირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სტატისტიკა. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქნას მიღებული ინდივიდუალური თუ ბიზნესგადაწყვეტილებები“, - თქვა გოგიტა თოდრაძემ.