მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წესები, რომელიც უნდა დაიცვათ თუ ბინებს და აპარტამენტებს აქირავებთ - VIDEO

5ef1f0b310c98
ელენე გოგბერაშვილი
23.06.20 16:11
1819
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბინები და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

კონკრეტულად, რეკომენდირებულია პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი.

წესები ბინისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის:

სტუმრის გასვლის შემდგომი პროცედურის დაცვა: დეზინფექცია, 4-საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება, დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

დალაგების დაწყების და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნით და წყლით 20 წამის განმავლობაში, ან 70% ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება.

ხშირად შეხებადი ზედაპირების და დაბინძურებული სივრცეების პერიოდული დასუფთავება-დეზინფექცია.

რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით.

ყოველი ხმარების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებებით.

გამოყენებული თეთრეულის და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ტომარაში, მათი იატაკზე მოგროვება და დაბერტყვა.

თეთრეულის რეცხვა არანაკლებ 60% ტემპერატურის წყლით სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით.

სასურველია, სტუმრის მიღება-გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.