"დღეს როგორც ხდება ინფიცირებულების შემთხვევების მართვა აჭარაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის ესაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ ხდება მუნიციპალურ ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა და კონტროლი.
„აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების შემთხვევების სწრაფი ზრდა ხდება, იქ შემდგომ რამდენიმე სისტემამ უნდა გაიაროს ადაპტაცია. აჭარის მაგალითზე გეტყვით კარგად - პირველი სისტემა, რომელსაც ადაპტაცია უნდა გაევლო, იყო ტესტირების სისტემა. პირველი დარტყმის პირობებში გარკვეული ხარვეზები იყო და დრო დასჭირდა ამის დალაგებას.
შემდგომი იყო უკვე ჰოსპიტალური სისტემა და აქაც გარკვეული ხარვეზები იყო და აქაც გამოსწორებას დრო დასჭირდა. საკადრო გადაწყვეტილებები იყო მიღებული, ასევე შეიცვალა გადანაწილების და ლოგისტიკის სისტემა, დაგვჭირდა კერძო სექტორის ჩართვა. ეს ყოველდღიური შრომაა. დღეს როგორც ხდება ინფიცირებულების შემთხვევების მართვა აჭარაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, აჭარაში ორი-სამი კვირის წინ იყო უმწვავესი სოციალური პრობლემები, როდესაც მოქალაქეები, იმის გამო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა, სამუშაოზე ვერ მიდიოდნენ და სამსახურის შენარჩუნების პრობლემა ჰქონდათ.
„რაც უფრო მეტი დისციპლინა გვაქვს და ვიცავთ წესებს, მით მეტი გახსნის შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა გორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?