მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული პროგნოზებით, 10 აგვისტოდან ინფიცირების მაჩვენებელმა უნდა დაიკლოს - გაბუნია

610bb5dd58741
ინგა მურუსიძე
05.08.21 13:59
1977
არსებული პროგნოზებით, 10 აგვისტოდან ინფიცირების მაჩვენებელმა უნდა დაიკლოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ინფიცირების პიკში ვართ.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა მდგომარეობაა ბავშვების ინფიცირების კუთხით.

„ბავშვების მდგომარეობა შედარებით უკეთესია, რა თქმა უნდა შემთხვევები არის, თუმცა სიმძიმე არის მსუბუქი, პანიკა და შიშიც გაქრა, შედეგად კი ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში. ამდენად, ის საწოლები, რომლებიც ბავშვებისთვის დავამატეთ, დატვირთული არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.