მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია აგვისტოდან რუსული ქვანახშირის ყიდვას შეწყვეტს, დეკემბრიდან კი - ნავთობის ყიდვას

62ce7f78cde4f
მარიამ ვარადაშვილი
13.07.22 12:30
903
გერმანია რუსული ქვანახშირის შეძენას სრულად პირველი აგვისტოდან შეწყვეტს, ხოლო ნავთობის ყიდვას - 31 დეკემბრიდან. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იარგ კუკისმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკვანძო მნიშვნელობის გამოწვევა იქნება უზარმაზარი სივრცის შევსება, რაც შეიქმნება მაშინ, თუ ევროკავშირი წლიურად 158 მილიარდი კუბური მეტრის რუსულ გაზის ყიდვაზე უარს იტყვის.

"რამდენიმე კვირაში რუსულ ქვანახშირზე უარს ვიტყვით”, - განაცხადა კუკისმა სიდნეის ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას.

რაც შეხება ქვანახშირსა და ნავთობს, როგორც მან თქვა, რუსეთი გერმანიას მთლიანი მოთხოვნის 40%-ს აწვდიდა. გაზის საკითხზე საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტის ტერმინალების სწრაფად განვითარება დაიწყეს, რათა გაზის მიწოდებაში არსებული ჩავარდნის შევსება შეძლონ.

ამასთან, მან დასძინა, რომ აშშ-სა და კატარის მზაობის მიუხედავად, რომ დაახლოებით, 30 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის თხევადი გაზი ევროპას მიაწოდონ, მიწოდებაში მაინც უზარმაზარი დანაკლისი რჩება.

ევროკავშირმა რუსულ ქვანახშირს ემბარგო აპრილში დაუწესა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების მეხუთე პაკეტის წარდგენისას განაცხადა, რუსეთი ევროკავშირში ქვანახშირის ექსპორტით წლიურად 4 მილიარდ ევროს იღებდა.