მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ და ზეგ მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

61f2da1f2ebcf
თელარა გელანტია
27.01.22 21:43
855
ხვალ და ზეგ მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საქმე ის არის, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. სამუშაოები უმაღლესი ხარისხის აკრილისა და ცივი პლასტის საღებავებით შესრულდება.

როგორც bm.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე, ორი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურის 15 თანამშრომელი მიიღებს. პროექტის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში 28 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, ევროპის მოედნიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 29 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, იალბუზის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.