მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62065eaa1de19
BM.GE
11.02.22 17:03
5197
11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9506 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3622 ლარი გახდა. 

0.51-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.0028 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.10 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.90 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 თებერვლიდან შევა ძალაში.