თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს.
განახლების მიხედვით, სექტემბერში, გარდა სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა, ფასების სხვადასხვა ინდექსი კვლავ დანორმალიზების დინამიკას აჩვენებდა. მათ შორის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, რომელიც ხშირად სამომხმარებლო კალათის ინფლაციის წინმსწრები ინდიკატორია. უფრო მეტიც, ამასწინათ დაფიქსირებული ანგარიშგასაწევი აღდგენის შემდეგ, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმართულება კვლავ დაღმავალისაკენ შეიცვალა. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ეფექტისა და ინფლაციის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც თიბისი კაპიტალის 2 კვირის წინადელ განახლებაშია განხილული, 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის ბოლო, 9.4%-იანი პროგნოზი, როგორც ჩანს კვლავ ძალაშია.
წინა კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც დიდწილად მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი დამატებით გაუმჯობესდა. იმპორტის შედარებით ზომიერი ზრდა უფრო საინვესტიციო იმპორტის კატეგორიის ხარჯზე იყო, თუმცა წინა პერიოდში მაღალი აღდგენის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბერში რეალური ექსპორტიც გაიზარდა, რაც იმპორტის გარდა, შიდა მოთხოვნის სხვა ინდიკატორებთან ერთად, სექტემბრის ზრდის 10 ან მეტი პროცენტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
ძლიერი ეკონომიკური აქტივობა ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტია. თუმცა, თიბისი კაპიტალის მომვალ წელს ზრდის დანორმალიზების მოლოდინი კვლავ ძალაშია. ასევე, მართალია მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპით, თუმცა ინფლაციის შემცირებაც საბაზო სცენარია. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების არგუმენტი, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ლარზე გამყარების ზეწოლაა, ისევე როგორც საკმაოდ ზომიერი, ან ბოლო პერიოდში უფრო სუსტიც კი, საკრედიტო აქტივობა, განსაკუთებით რეალურ გამოხატულებაში. ამდენად, თიბისი კაპიტალის აზრით, კითხვა კვლავ იმაში მგომარეობს თუ როდის დაიწყებს სებ-ი ლარის ფასის დაწევას.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი