მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაწყვეტილი გვაქვს ავიარეისების ეტაპობრივი გახსნა მთელ მსოფლიოში" - თურნავა

5f8e952e92535
ინგა მურუსიძე
20.10.20 11:42
1182
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ფრენები გაიხსნას ეტაპობრივად მსოფლიო ქვეყნების მიმართულებით, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ნოემბრიდან რეგულარული ფრენები გაიხსნება ძირითადად ევროპის მიმართულებით.

„ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის მთელი რიგი ევროპული მიმართულებები, მათ შორის ისეთებიც, სადაც აქამდე ჩარტერები სრულდებოდა. ასევე სადაც ფრენები ტრადიციულად ხორციელდებოდა - მიუნხენი, პარიზი და რიგა, აქ ჩვენ ავიაკომპანიებს შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რა შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - ამსტრედამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება დაიწყონ ფრენები ავიაკომპანიებმა, ვინც აქამდეც დაფრინავდა.

რაც შეეხება ფრენების სიხშირეებს და ა.შ. ეს დამოკიდებულია ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე და ჩვენს მიდგომებზე, რადგან ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ავიარეისების ეტაპობრივი გახსნა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.