მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური პარკის სამშენებლო სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება

5f7d802da8a7a
ინგა მურუსიძე
07.10.20 12:48
1128
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის განხორციელება 19 ოქტომბერს დაიწყება.

როგორც კალაძემ თქვა, 19 ოქტომბრიდან დაიწყება უშუალოდ სამუშაოები და პროექტის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება.

შეგახენებთ: ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია უსასყიდლოდ გადასცა. მერიის ინფორმაციით, პროექტს ფონდი „ქართუ“ განახორციელებს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების ზონები. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, ქუჩის კალათბურთის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი - ფოტოები