„მაქვს ოთხი კითხვა და ერთი ქოლგის ქვეშ მინდა გავაერთიანო - ეს არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ განაცხადი, რომ 2024 წელს გავაკეთოთ დასაბუთებული განაცხადი ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით, და ასევე, ჩვენი მთავარი დაპირება არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მათ შორის, სოფლად და ქალაქში. ჩემი კითხვები ეხება ჩვენი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ეს განაცხადი არის ერთ-ერთი მთავარი, რომ მდგრადად უნდა მოხდეს რესურსების გამოყენება ისე, რომ ეკონომიკა განვითარდეს“, - ამ კითხვით მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარემ მიმართა.
მაია ბითაძის შეკითხვები წიაღისა და წყლის რესურსების გამოყენებას, ასევე, საწარმოების მიერ საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვას და ქალაქებში გარემოსდაცვით პოლიტიკას ეხებოდა.
„საქართველოში დაიწყო ფართომასშტაბიანი წიაღის რესურსის რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის შემდეგ ამდაგვარი რამ არ მომხდარა, კითხვაა შემდეგი - რამდენად არის დაწყებული მუშაობა წიაღის მოპოვების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, სადაც პარალელურად იქნება განხილული წიაღის შედეგად მოპოვებული რესურსის წვლილი ეკონომიკაში და ასევე, წიაღის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის და მიწის შემდგომი რეკულტივაციის საკითხები, გვაქვს თუ არა ასეთი გრძელვადიანი გეგმა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე იმ კუთხით, რომ ადგილზეც შევინარჩუნოთ ჩვენ ბუნებრივი ლანდშაფტი, რაც ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველია", - განაცხადა მაია ბითაძემ.
ის ასევე დაინტერესდა, წყალთან დაკავშირებით, გრძელვადიანი ხედვისთვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა წყლის რესურსების გრძელვადიან გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, იმიტომ, რომ გვაქვს მყინვარები, მოწყვლადია ბოლო დაკვირვებების შედეგად და პოტენციურად შესაძლებელია, რამდენიმე წლის შემდეგ არ გვქონდეს ის ხარჯი, რის მოლოდინიც გვაქვს
"კითხვა მექნება ლევან დავითაშვილთან, საწარმოებთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, რომ საწარმოებმა საუკეთესო ტექნოლოგიები ეტაპობრივად დანერგონ - რა მდგომარეობაში ვართ ამ კუთხით და რა იგეგმება, იმიტომ, რომ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით, პანდემიიდან გამომდინარე, თვითონ ეკონომიკაზე და ბიზნესზე, იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი ღირს ის ტექნოლოგიები, რომელიც მათ ეტაპობრივად უნდა დანერგონ. მეოთხე კითხვა ეხება იმ დერეგულაციას, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა, განსაკუთრებით, ქალაქებში გარემოს დაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებით, რამაც ძალიან თვალნათელი გახადა, რომ ურბანულმა განვითარებამ, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, ადგილზე ცხოვრების ხარისხი რიგ შემთხვევაში, გააუარესა.
მათ შორის, არასწორი სამშენებლო პოლიტიკის კუთხით, ადამიანებს, ელემენტარულად, მზის სხივი არ აქვთ, ხოლო ზედმეტი განაშენიანება მიწისქვეშა კომუნიკაციების, მათ შორის, მდინარეების გადატვირთულობას და დაბინძურებას იწვევს. გარკვეული ნაბიჯები „ქართულმა ოცნებამ“ ამ კუთხით გადადგა, განსაკუთრებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა თბილისში ამ კუთხით და როგორია თქვენი ხედვა, რომ ის სამართლებრივი ცვლილებები, რომელიც ამ კუთხით თბილისში განხორციელდა, გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე და მათ შორის, დიდ ქალაქებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ინტეგრირდეს გარემოს დაცვითი და სატრანსპორტო საკითხები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე