მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორპუსის ჩამონგრევაზე ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, პირები პასუხისგებაში მიეცემიან“

61605c07b198c
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 17:45
530
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს - აღნიშნულის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში კორპუსის ნანგრევების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამოშლილ 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გამოძიების შედეგად ბრალის დადგენის შემთხვევაში, გარკვეული პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

„წინასწარი მონაცემებით, კორპუსის ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მესაკუთრე ახორციელებდა ამ სამუშაოებს და შეიძლება მიზეზი ეს იყოს, რასაც გამოძიება დაადგენს. თუ ბრალეულობა დადგინდება, ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან. საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა.

სარემონტო სამუშაოები სახლში მიმდინარეობდა, რისთვისაც ნებართვა საჭირო არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, 10-15 ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანის სამუშაოებში ასეულობით მაშველია ჩართული, თუმცა პროცესი ნელი ტემპებით ხორციელდება, რათა ნანგრევებში მოყოლილები არ დაზიანდნენ.

ცნობისთვის: საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.