მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა "სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერაზე ინიციატივის განხილვა დაიწყო

5eeb7426dee7f
BM.GE
18.06.20 19:40
1094
მოქალაქეებს "სითი პარკის" მიერ გამოწერილი დაახლოებით 850 ათასი ლარის ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინიციატივა თბილისის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უმრავლესობოს დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ დააინიცირა. 

„საქმის კურსის“ ეთერში გაბუნიან განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის კომიტეტებში დაიწყო ინიციატივის განხილვა, რომელიც მომავალი წლის პლენარულ სესიაზე დასამტკიცებლად პირველი მოსმენით გავა.

„ცვლილებებით, ის მოქალაქეები, ვინც სითი პარკის მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე იქნენ დაჯარიმებული და ჯარიმები არ გადაუხდიათ, გათავისუფლდებიან ჯარიმებისგან. ვფიქრობ, ეს კარგი მხარდაჭერა იქნება. კანონპროექტი ეხება „სითი პარკის“ მიერ გამოწერილ ჯარიმებს და მათზე დარიცხულ საურავებსაც. საუბარია დაახლოებით 850 ათას ლარის დავალიანებაზე მოქალაქეების მხრიდან. საუბარია ათასობით ჩვენს მოქალაქეზე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.