მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-ი ინდოეთის მთავრობას უჩივის

60ae6355230d2
ნათია თაქთაქიშვილი
26.05.21 22:23
651
სოციალური ქსელი WhatsApp-ი ინდოეთის მთავრობას უჩივის, კომპანია მოითხოვს ინდოეთის მთავრობამ დროულად დაბლოკოს ის კანონები, რომელიც სოციალურ ქსელს „ჯაშუშობას“ და კონფიდენციალური ინფორმაციის მთავრობისთვის მიწოდებას ავალდებულებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინდოეთის ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადებით კი, ეს არის WhatsApp-ის „უმწეო მცდელობა", დაბლოკოს ინდოეთის მთავარობის მიერ შემუშავებული ახალი წესები, რომელიც ძალაში უახლეს მომავალში შევა.

უწყების განცხადებით, ინდოეთის მთავრობა მსგავს ინფორმაციას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოითხოვს თუკი საქმე შეეხება რაიმე ფორმით ზიანის მომტან ქმედებებს, როგორიც არის სექსუალური ძალადობა, პორნოგრაფია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ WhatsApp-ი ინდოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დაახლოებით 400 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.