მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-ის ძველი ვერსიის მომხმარებლები 15 მაისიდან შეზღუდული ფუნქციებით ისარგებლებენ

607d8cdb292be
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.21 00:00
1042
WhatsApp-ის მომხმარებლები, რომლებიც აპლიკაციის განახლებულ ვერსიას არ გამოიყენებენ 15 მაისიდან მესენჯერის შეზღუდული ფუნქციებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია WhatsApp-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

„15 მაისიდან თუ WhatsApp-ის განახლებულ ვერსიით არ ისარგებლებთ, თქვენი ანგარიში არ გაუქმდება, თუმცა ქსელში შეზღუდული სერვისით ისარგებლებთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კატეგორიის მომხმარებლებს, რომლებიც WhatsApp-ის განახლებული ვერსიით არ ისარგებლებენ, ინფორმაციის გაგზავნისა და წაკითხვის ფუნქცია შეეზღუდებათ და მხოლოდ ზარების და შეტყობინების მიღებას შეძლებენ.

WhatsApp-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ კომპანია მზად არის დაეხმაროს ყველა მომხმარებელს ახალი ვერსიის როგორც ჩამოტვირთვა/განახლებაში, ასევე მის წაშლაში.