მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-ის მომხმარებლების რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია

5e45100a99b16
ნათია თაქთაქიშვილი
13.02.20 19:12
889
WhatsApp-ის პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდი შეადგინა. მომხმარებელთა რიცხვი ბოლო 2 წელიწადში 500 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

კომპანია მომხმარებლების ასეთ ზრდას საუბრის და მიმოწერის პრივატულობის ნორმების სრული დაცვით ხსნის. როგორც WhatsApp-ი აცხადებს, თავად პლათფორმასაც არ შეუძლია გაეცნოს მომხმარებელთა მიმოწერს ან მოუსმინოს მათ საუბარს.

შეგახსენებთ, რომ მიმოწერის აპლიკაცია 2009 წელს შეიქმნა, ხოლო Facebook-მა ის 2014 წელს შეიძინა, რაშიც მსოფლიოში ცნობილმა სოციალურმა ქსელმა 19 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა. სისტემა დღემდე Facebook-ის ერთერთ უდიდეს შენაძენად რჩება.