მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-ის შესახებ უცნაური შეტყობინებები ვრცელდება, რომელიც არ არის სიმართლე

5e7a5acc01b31
თამთა ჯიჯავაძე
25.03.20 00:10
2585

WhatsApp-ის შესახებ უცნაური შეტყობინებები ვრცელდება, რომელიც არ არის სიმართლე. კერძოდ, თაღლითურ შეტყობინებებში წერია, რომ WhatsApp-ში ვირუსული ვიდეო ვრცელდება, რომელიც გახსნის შემთხვევაში დააზიანებს მობილურს. სინამდვილეში მსგავსი ვიდეო არ არსებობს. თაღლითური შეტყობინებები კი შემდეგნაირი შინაარსისაა:

„თუ ვინმე იცით, რომელიც WhatsApp-ს იყენებს, უნდა უთხრათ ეს. IT წარმომადგენელმა გვირჩია, რომ ვიდეო სახელად Martinelli ხვალ გამოჩნდება WhatsApp-ში, და არ უნდა გახსნათ ის. ის თქვენს ტელეფონს დააზიანებს და შემდეგ უკვე ვეღარაფერი შეაკეთებს მას. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია".

როგორც Independent-ი წერს, მსგავსი სახის შეტყობინებები რამდენიმე წელია ინტერნეტსივრცეში ცირკულირებს.