მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-მა 2 მილიონზე მეტი ინდოელი მომხმარებელი დაბლოკა

60f19e7eb866d
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.21 20:30
976
სოციალური პლატფორმა WhatsApp-ი აცხადებს, რომ კომპანიამ 2 მილიონზე მეტი ინდოელი მომხმარებლის ანგარიში დაბლოკა მაისსა და ივნისში, მიზეზი მომხმარებლების მიერ აპლიკაციის წესების დარღვევა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიას არაერთმა მომხმარებელმა მიმართა უცხო ანგარიშებიდან ტექსტური შეტყობინებების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიღების შესახებ.

WhatsApp-ი განმარტავს, რომ ამჟამად დაბლოკილი ანგარიშებიდან, დროის მცირე მონაკვეთში, მრავალ ნომერზე, უამრავი შეტყობინება იგზავნებოდა, ამასთან ზოგი შეტყობინება ძალადობის შემცველი შინაარსის მატარებელი იყო.

WhatsApp-ს ინდოეთში 400 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად ეს ქვეყანა კომპანიისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია.