04.ოქტომბერი .2019 01:00

WhatsApp შეტყობინების წაშლის ფუნქციას ტესტავს

views 333
უკან

WhatsApp-მა  შეტყობინებების წაშლის ფუნქციის ტესტირება დაიწყო.  როგორც The Verge იტყობინება, ახალი პროგრამის დახმარებით, მომხმარებლებს შეეძლებათ აღნიშნონ გარკვეული დრო, რის შემდეგაც პროგრამა ავტომატურად წაშლის გაგზავნილ შეტყობინებებებს.




ფუნქცია მესენჯერის 2.19.275 ვერსიაში Android- ის მობილურებისთვის უკვე მოქმედებს. როდის იქნება ის ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, ეს სწორედ სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფუნქცია Telegram-ში საიდუმლო ჩატებში 2013 წლიდან არის აქტიური, ხოლო ჩვეულებრივ მიმოწერებში ის 2017 წლიდანაა ხელმისაწვდომი.