მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგეგმავ, ბევრი საკითხი დავაყენო" - რაზე ისაუბრებს პაპაშვილი პრემიერთან შეხვედრაზე?

5f8ebea47a5b4
ინგა მურუსიძე
20.10.20 15:00
1186
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებს ხვდება. შეხვედრას ესწრება BAG-ის ვიცე-პრეზიდენტი და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი, რომელიც გეგმავს, რომ შეხვედრაზე როგორც ყოველთვის, ბევრი საკითხი დასვას.

პაპაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ მთავარია საგადასახადო შეღავათები გაგრძელდეს, მათ შორის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა. საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია ასევე 1500 ლარამდე ხელფასი 750 ლარის მოცულობაზე. აღნიშნული საშეღავათო ვადა კი თვის ბოლოს უკვე იწურება.

რაც შეეხება ბანკებთან შუამდგომლობის საჭიროებას, რაზეც განსაკუთრებით სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვა სფეროების წარმომადგენლები საუბრობენ, პაპაშვილი ამბობს, რომ პრემიერთან შევედრაზე წინა პლანზე ამ საკითხსაც წამოწევს.

„ბანკის რესურსი ამოუწურავი არ არის, თუმცა სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს, ანუ 70% სესხის პროცენტს იხდის სახელმწიფო, რამდენად მოხერხდება არ ვიცი, თუმცა თუ ამას მოახერხებენ, ამ საკითხსაც წამოვწევთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.