მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახანგრძლივდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა? - გაბუნიას განცხადება

6135e4b43eb79
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.21 13:44
2774
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია, თუმცა რამდენად გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გახანგრძლივება საჭირო, ამაზე არსებული ეპიდვითარების ანალიზი უპასუხებს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ მუშაობს.

თამარ გაბუნიამ შეზღუდვების მოხსნის წინაპირობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მათი დაწესება ვირუსის სწრაფად გავრცელების თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო.

„რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად ვფიქრობ, რომ სიტუაცია იმედის მომცემია იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე იმ დაბებში და სოფლებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება სკოლებში ადგილებზე სწავლება მალევე აღდგეს.

როდესაც ეპიდემიის სწრაფად გავრცელების სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს უპირატესია სხვა სოციალურ და ბიზნეს საჭიროებებთან შედარებით. როგორც კი ეს რისკები შემცირდება, რის მოლოდინიც მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება აღდგენა და მოიხსნება ის შეზღუდვები, რომლებიც ამ სასიცოცხლო რისკების გამო დაწესდა“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.