მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტი 21%-ით გაიზარდა - საქართველოს TOP-10 საიმპორტო საქონელი

61483aa551d16
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.21 11:42
1167

2021 იანვარ-აგვისტოში საქართველოს იმპორტმა $6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.7%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 8 დასახელების პროდუქტის იმპორტი გაზრდილია.

2021 წლის პირველ 8 თვეში იმპორტის უმსხვილესი ჯგუფები იყო:

1. მსუბუქი ავტომობილები - 547.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2%; (განკუთვნილია ძირითადად რეექსპორტისთვის) 



2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 492 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 51%;



3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 445.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 37.3%; (განკუთვნილია ძირითადად რეექსპორტისთვის)




4. მედიკამენტები - 230.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%;



5. ბუნებრივი აირი - 192.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.8%;




6. მობილური ტელეფონები - 137.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 35.3%;




7. კომპიუტერები, სერვერები და სისტემური ბლოკები - 90.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 114.8%;


8. სატვირთო ავტომობილები - 78.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 79%;




9. ვაქცინები და იმუნური პროდუქტები - 72.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 203%;



10. ხორბალი - 58.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 14.9%;



11. სხვა დანარჩენი საქონელი - 3.7 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17.9%.