მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რეკომენდაცია რომ საწვავის ფასზე პროგნოზი არ გაკეთდეს, მიუღებელია” - ”სენტა პეტროლიუმი”

620e7f3651ec7
ანუკა ჯოხაძე
18.02.22 00:00
1234
კონკურენციის სააგენტო ნავთობკომპანიებს მოუწოდებს, რომ ფასის ზრდა/კლების წინასწარი დაანონსებისგან თავი შეიკავონ. სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო განცხადება, რომ ფასი შეიცვლება კონკრეტული ციფრით - წარმოადგენს ბაზრის დამატებით გამჭვირვალობას და შესაძლოა მოიცავდეს სენსიტიურ მონაცემებს. მათი განმარტებით, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამგვარი განცხადება შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკი.

კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციამ ბიზნესს არაერთი კითხვა გაუჩინა. მათი თქმით, განცხადება ბუნდოვანი იყო, სადაც არ ჩანდა კონკრეტული მიზანი, რის გამოც ეს რეკომენდაცია გაიცა.

“სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროგნოზები არის საერთაშორისო ფასებზე დაყრდნობით გაკეთებული, შესაბამისად, ეს ინფორმაცია ისედაც საჯაროა და მისი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

იაკობიძე აცხადებს, რომ აღნიშნული რეკომენდაცია შესაძლოა საზოგადოების განწყობის მოფრთხილებას უკავშირდებოდეს, ბიზნესმენი რეკომენდაციას სხვა ახსნას ვერ უძებნის.

“როცა განცხადება კეთდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამა და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე შეიძლება ფასის მატება ან კლება მოხდეს, ამან ადამიანების განწყობაზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს. ალბათ კონკურენციის სააგენტოს განცხადება ასე უნდა გავიგოთ.

ვერანაირად ვერ გავითვალისწინებ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ნებისმიერ საქმიანობაში, რომ სწორი პროგნოზი გაკეთდეს, რომელსაც მიჰყვება როგორც მოსახლეობა, ისე ბიზნეს სექტორი", - ამბობს “სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.