მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საპატიო კონსული განცხადებას ავრცელებს

61d70a695acca
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.22 19:35
1658
ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და საჭიროების შემთხვევაში ურჩევს ყაზახეთში საქართველოს საელჩოს მიმართონ. BM.GE ყაზახეთის საპატიო კონსულის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც ყაზახეთში იმყოფება!

მეგობრებო, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები სრულად კონტროლის ქვეშაა, თუმცა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ყაზახეთის რესპუბლიკაში შემდეგ ნომერზე: +7 717 224 32 58 - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი.

ნებისმიერი საკითხი, ან ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ, გთხოვთ შეგვატყობინოთ ტელეფონის საშუალებით, ან მოგვწეროთ ფეისბუქზე, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე - Embassy of Georgia to the Republic of Kazakhstan, ასევე აღნიშნულ გვერდზეც (საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე)!“, - წერია საპატიო კონსულის განცხადებაში.

BM.GE-სთან საუბრისას გიორგი ჯახუტაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყაზახეთის საპატიო კონსულსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით ყაზახეთში მყოფმა 17 საქართველოს მოქალაქემ მიმართა და თითოეულის თხოვნა დაკმაყოფილებულია.  

"ამ ეტაპისთვის არც ერთი საქართველოს მოქალაქე ვინც კავშირზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა, ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. ყველა დაბინავებულია", - აღნიშნა ყაზახეთის კონსულმა საქართველოში.