მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი „ცხოველური ომის“ დასასრულებლად ევროპას სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

62299a2902112
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 10:35
529
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროპას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა, რათა აიძულონ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და დაასრულონ ეს ომი. ამის შესახებ მან გუშინ საღამოს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ევროპელებო! ვერ იტყვით, რომ არ გინახავთ, რა დაემართათ უკრაინელებს. რა მოუვიდათ მარიუპოლელებს. თქვენ დაინახეთ და იცით. შესაბამისად, თქვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ისე უნდა გაამკაცროთ, რომ მას არანაირი საშუალება აღარ ჰქონდეს ამ გენოციდის გასაგრძელებლად. თქვენ ისეთი ზეგავლენა უნდა მოახდინოთ რუსებზე, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და დაასრულონ ეს ცხოველური ომი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკოვისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს ნენსი პელოსის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს.

„ვმუშაობთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების შედეგი იგრძნოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელებს, ვინც მუშაობს ცის დახურვის შესახებ ხელმოწერების მოგროვებასა და თავისი დასავლელი ნაცნობების ამ საკითხის აუცილებლობაში დარწმუნებაზე.

„ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ დასავლეთის ზოგიერთ ლიდერს რწმენა... უკრაინის ცის დახურვის მოლოდინის პაუზა მომაკვდინებელი გახდა“ - თქვა პრეზიდენტმა.