მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუბსიდირებული იპოთეკით" 1005-მა მოქალაქემ ისარგებლა, დამტკიცებულია 111 მლნ ლარის სესხი

61c1d018c0f82
მარიამ ვარადაშვილი
21.12.21 17:17
535

სააგენტოს “აწარმოე საქართველოშის” ინფორმაციით, სექტემბრიდან დაწყებული იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით 1005-მა ადამიანმა ისარგებლა. სააგენტოს ცნობითვე, სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 111 000 000 ლარს შეადგენს.

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში: ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველ სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში, იპოთეკური კრედიტების გაცემა ხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად. იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ.

სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.