მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO - მსოფლიო უნდა მოემზადოს პანდემიისთვის

5e540996b55e0
თამთა ჯიჯავაძე
24.02.20 21:34
22307
კორონავირუსის გამო, მსოფლიო უნდა მოემზადოს შესაძლო პანდემიისთვის, ამის შესახებ BBC-ის ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ჯერ ადრეა ეპიდემიას პანდემია ეწოდოს, თუმცა, ქვეყნები უნდა იყვნენ მომზადების ფაზაში.

პანდემია იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ ინფექციური დაავადება სწრაფად და მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე მსოფლიოს ბევრ ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსი გავრცელდა სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშიც, რაც შეშფოთებას იწვევს. თუმცა, დაინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთშია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია დაახლოებით 2 600 ადამიანი.

კორონავირუსის საფრთხეების გამო, მსოფლიოს მასშტაბით საფონდო ბირჟები ეცემა. ვირუსის ეკონომიკური გავლენა უკვე დიდია.