მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO – არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულებს იმუნიტეტი აქვთ

5e9aabdc88db3
თამთა ჯიჯავაძე
18.04.20 11:40
6818
არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს იმუნიტეტი აქვთ და აღარ დაინფიცირდებიან, – ამის შესახებ telegraph-ის ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO) განაცხადეს. ორგანიზაციაში მას შემდეგ გააკეთეს კომენტარი, რაც ბრიტანეთის მთავრობამ 3.5 მილიონი ე.წ სეროლოგიური ტესტი იყიდა, რომელიც სისხლის პლაზმაში ანტისხეულების დონეს ზომავს.

"ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომლებიც სწრაფ დიაგნოსტიკურ სეროლოგიურ ტესტებს გვთავაზობენ, რათა მათი მოსაზრებით, იმუნიტეტის გაზომვა შეძლონ. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ სეროლოგიური ტესტის გამოყენებას შეუძლია გვაჩვენოს, რომ ადამიანს აქვს იმუნიტეტი ან დაცულია რეინფიცირებისგან", – განაცხადა WHO–ს წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტესტებს შეუძლია მხოლოდ ორგანიზმში ანტისხეულების დონე გაზომოს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც ანტისხეულები აქვს, იმუნურია კორონავირუსის მიმართ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აპირებს განახლებული სახელმძღვანელოს გამოქვეყნებას.