მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: 2021 წელს მსოფლიო covid-ზე ჯოგურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს

5ffda08254574
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 17:32
828
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მიუხედავად ვაქცინაციის ფართო მაშტაბებისა, 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ჯოგურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის სუმია სვამინატანის თქმით, ვირუსის დასამარცხებლად საჭირო ვაქცინის დოზების წარმოებას და ადმინისტრირებას დრო დასჭირდება. „2021 წელს მოსახლეობის ჯოგურ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა სუმია სვამინატანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაცვა, როგორიც არის სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების დაბანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა ერთ წელიწადში ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინის წარმოებას გასაოცარი პროგრესი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ მასობრივ გავრცელებას დრო დასჭირდება. სვამინატანმა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

WHO-ს მონაცემებით, ვაქცინაციის მაღალი ტემპი ფიქსირდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში, ისრაელში, გერმანიაში და ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებში.