მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: აფრიკა COVID-19-ის ვაქცინის გადანაწილებისთვის ემზადება

5f50f72b97011
ნათია თაქთაქიშვილი
03.09.20 18:22
872
მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) რეგიონალური მენეჯერი რიჩარდ მიჰიგო აცხადებს, რომ აფრიკის ორმოცდათოთხმეტივე ქვეყანა დაინტერესდა ვაქცინაციით და მათ სურთ ყველას თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ვაქცინაზე, მას შემდეგ, რაც ის ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც ბაზარზე ლიცენზირებული ვაქცინა გამოჩნდება, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ კონტინენტის დაახლოებით 220 მილიონი ვაქცინის დოზა მივაწოდოთ, რომელიც ყველა ქვეყანას მოსახლეობის ოდენობის პროპორციულად გადაუნაწილდება“,- განაცხადა მიჰიგომ.

WHO-ს განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია დაახლოებით აფრიკის მოსახლეობის 20%-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭებათ ექიმებს და მოსახლეობის მოწყვლად ფენას.

აღსანიშნავია, რომ მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები ვაქცინას საკუთარი ძალებით შეისყიდიან, ხოლო დანარჩენი ქვეყნებისთვის მოხდება სპეციალური ფინანსური რესურის გამოყოფა ვაქცინის შესაძენად.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა კონტინენტზე, სადაც ამჟამად კლინიკური კვლევები AstraZeneca და Novavax-ის ვაქცინებზე ტარდება. სავარაუდოდ კლინიკურ კვლევებში ჩართვას უგანდა და კენიაც აპირებს.