15.მაისი .2020 13:40

WHO: აფრიკაში COVID-19-ით შესაძლოა, 150,000 ადამიანი დაიღუპოს

views 637
უკან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოდელირებული ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ აფრიკაში სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, COVID-19-ით შესაძლოა, 200 მილიონი ადამიანი დაავადდეს, 150,000 კი დაიღუპოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრი ზომები დააწესა, აფრიკის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებს.

"ვირუსის გავრცელების შეჩერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან COVID-19-ის შემთხვევების მატებამ შესაძლებელია აფრიკის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში ჩააგდოს და ვეღარ უზრუნველყოს სერვისების შეთავაზება", - ნათქვამია მოხსენებაში.

15 მაისის მდგომარეობით, აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირების 12,739 დადსტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 238 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5,676 ინფიცირებული.