პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება მიმდინარე კვირაში მოხდება, რათა ცვლილებები უფრო სწრაფად განხორციელდეს.
“ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან, ასევე გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები,”-განაცხადა ღარიბაშვილი.
მიმდინარე წლის ნოემბერში მთავრობამ აზარტული თამაშების რეგულირების დეტალური მოდელი წარადგინა, რომლითაც 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლება ეკრძალება. მათ შორისაა 25 წლამდე პირები, საჯარო მოხელეები და სოცდაუცველი მოქალაქეები.
ცვლილებები შემდეგ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
1. 25 წლამდე მოქალაქეთათვის ფიზიკური და ონლაინ-თამაშების აკრძალვა, საჯარო მოხელეებისთვის თამაშების აკრძალვა, სოცდაუცველებისთვის თამაშის აკრძალვა. მთლიანობაში 1 მლნ მოქალაქეს თამაში ეკრძალება. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ წესის დარღვევისთვის ფინანსური სანქციები აზარტული თამაშების პროვაიდერებისთვის იქნება განკუთვნილი;
2. ონლაინ-აზარტული თამაშების დაბეგვრის წესის ცვლილება. განაწილებული მოგების გადასახადის სისტემა იცვლება GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესით. თუკი ახლა ონლაინ-აზარტული თამაშების ფირმები იხდიან ისეთივე განაკვეთის და სტრუქტურის მოგების გადასახადს, რაც სხვა სექტორებისთვისაა დაწესებული, ახალი მოდელით დაიბეგრება მათ მიერ ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 10%, რასაც ისინი ბიუჯეტში გადაიხდიან. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს ცვლილება მათ დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის.
3. რეკლამების აკრძალვა, რაც გავრცელდება სატელევიზიო და გარე რეკლამების მიმართულებით. ონლაინ სივრცეში კი აკრძალვა შეეხება მხოლოდ ქართულ ვებგვერდებს, სადაც აზარტული თამაშების კომპანიების რეკლამების განთავსება აიკრძალება. რეკლამის აკრძალვა არ შეეხება სპონსორობას, აზარტული თამაშების კომპანიებს კვლავ შეეძლებათ საფეხბურთო კლუბების, სატელევიზიო გადაცემების თუ სხვა აქტივობების სპონსორობა, თუმცა მათი ბრენდის და ლოგოს გამოჩენა შეიზღუდება;
4. “შავი სია” - ეს ინიციატივა 25 წლამდე თამაშის აკრძალვასთან ერთად 2018 წელსაც არსებობდა, თუმცა მაშინ მისი მიღება არ მომხდარა. ცვლილების შედეგად, მოქალაქის ოჯახის წევრს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეეძლება კონკრეტული პირისთვის აზარტული თამაშის უფლების აკრძალვა. “შავ სიაში” მოქალაქეები საკუთარი განცხადების საფუძველზეც შევლენ;
5. აზარტული თამაშების პროვაიდერის სისტემის გამოყენებით აიკრძალება ერთი პირიდან მეორეზე თანხის გადარიცხვა;
6. აიკრძალება თანხის გადარიცხვა აზარტული თამაშების უცხოური პროვაიდერების ანგარიშებზე. ეს აკრძალვა შეეხებათ საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებს და საგადახდო სისტემების პროვაიდერებს. მისი მიზანია, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა მხრიდან უცხოური სათამაშო სისტემების გამოყენება;
7. ნებისმიერი მოცულობის მოგებული თანხის გატანა 2%-ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას