ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასა და ადამიანებში განვითარებულ თრომბს შორის კავშირი არ არსებობს. ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დამატებით შეისწავლეს ინფორმაცია ზოგიერთ ადამიანში ვაქცინაციის შემდეგ თრომბის განვითარების შესახებ. ამ შესწავლის შემდეგ, WHO-ს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ "AstaZeneca-ს ვაქცინა შესანიშნავია და ის უსაფრთხოა გამოყენებისთვის."
ვაქცინების შესახებ განცხადება გააკეთა თავად AstraZeneca-მაც, კომპანია აღნიშნავს, რომ მათ მიერ შექმნილ ვაქცინასა და თრომბის განვითარებასთან კავშირი არ არსებობს.
თრომბული შემთხვევების განვითარების გამო ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და ტაილანდში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, ვიდრე იმუნიზაციასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის კავშირი არ დადგინდებოდა.
AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება, იქამდე კი შაბათ-კვირას მისი რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირება მოხდება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი