მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

5f245eb186036
თამთა ჯიჯავაძე
31.07.20 22:35
2605
მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) იტყობინება. WHO-ს ცნობით, თითქმის 300 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ დღეში, ასეთი მაღალი დღიური მაჩვენებელი პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა.

მათგან ნახევარზე მეტი ამერიკის რეგიონში დაფიქსირდა, მას სიდიდით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი მოჰყვება 60,113 ახალი შემთხვევით, მესამე ადგილზე კი ევროპაა 25 241 შემთხვევით.

შეგახსენებთ, ჯამში მსოფლიოში დაინფიცირების 17,625,645 შემთხვევაა დადასტურებული.