მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: COVID-19-ი ათჯერ უფრო მომაკვდინებელია ვიდრე ღორის გრიპი

5e95e12108285
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.20 21:45
1432
ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი ანუ ეგრეთ წოდებული H1N1, რომელმაც გლობალური პანდემია 2009 წელს გამოიწვია, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ვირტულაურ პრესკონფერენციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას france24.com-ი ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ჩვენ ვიცით, რომ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ღორის გრიპზე 10-ჯერ მეტია“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო მის შესაჩერებლად გაცილებით მეტი დროა საჭირო.

„სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსის შემთხვევები უფრო ნელი ტემპით იკლებს, ვიდრე ის ვრცელდება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ტედროსმა ისაუბრა იმაზე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დღის განმავლობაში შემთხვევი ორმაგდება, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ქვეყნები დროულად და ზედმიწევნით გაატარებენ იზოლაციის ზომებს, გამოიყენებენ სწრაფ ტესტირებას და დაადგენენ კონტაქტებს, ისინი შესძლებენ ვირუსის შეჩერებას.

პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამჟამად იზოლაციაშია და იცავს სოციალური დისტანცირების წესებს, მაგრამ WHO-ს ხელმძღვანელი გვაფრთხილებს, რომ აღნიშნული ზომების ნაადრევი მოხსნა ვირუსის გავრცელების რისკებს ხელახლა გაზრდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 12-18 თვე დასჭირდება.