მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: COVID-19-ის შტამებს სახელებს ბერძნული ანბანის მიხედვით დავარქმევთ

60b617d341747
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.21 15:48
1003
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის სხვადასხვა შტამები მისი ადგილ-წარმოშობის სახელწოდების მიხედვით მოხსენიებული აღარ იქნება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

WHO-ს თქმით, COVID-19-ის ვარიანტებს სახელები ბერძნული ანბანის მიხედვით დაერქმევათ და  ნაცვლად ამჟამად ცნობილი ბრიტანული, ბრაზილიური, აფრიკული და ინდური შტამბებისა, მათ  Alpha, Beta, Gamma და Delta ეწოდებათ.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, COVID-19-ის შტამებში ქვეყნის დასახელებებით მოხსენიება არაეთიკურია და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს. ამასთან რთულია ამ სახელწოდებების წარმოთქმა და შეიძლება გაუგებრობის საფუძველიც კი გახდეს.

„ჩვენ გვინდა გავამარტივოთ კომუნიკაცია საზოგადოებას შორის; ასევე არ გვინდა, ჩამოყალიბდეს გარკვეული სტიგმა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ამიტომ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - COVID-19-ის შტამები მოხსენიებულ იქნას ბერძნული ანბანის მიხედვით. მსგავსი მაგალითები ადრეც არსებობდა, მაგალითად „ებოლა“ და „ესპანური გრიპი“... მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით მსგავს მიდგომებს... იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება, ქვეყნების მთავრობები და მედიასაშუალებები მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ახალი სახელწოდებების დამკვიდრებაში“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ.