30.აპრილი .2020 19:30

WHO: COVID-19 იშვიათად რთულდება ბავშვებში

views 291
უკან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვებში COVID-19-ის დაავადების გართულება იშვიათია, მათ უმრავლესობას ვირუსის არამწვავე სიმპტომები აქვს და მალე ჯანმრთელდება, თუმცა WHO-ს ინფორმაციითვე, ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვების მცირე რიცხვს იშვიათი ანთებითი სინდრომი განუვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჟამად იტალიელი და ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტები იკვლევენ შესაძლო კავშირს კორონავირუსის პანდემიასა და მწვავე ანთებითი დაავადების მქონე მცირეწლოვნებს შორის, რომლებიც მაღალი სიცხითა და შესიებული არტერიით საავადმყოფოებს აკითხავენ.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, დიდი ასკობრივი ჯგუფებისგან და იმ პირებისგან განსხვავებით, ვისაც თანმდევი დაავადება აქვთ, COVID-19 ბავშვებში სერიოზულ გართულებებს არ იწვევდა.

WHO გამოეხმაურა ბრიტანეთიდან მიღებულ ცნობების ბავშვების ინფიცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ძალიან წააგავს კავასაკის სინდრომს.

კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვებს, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ზომის არტერიებს აზიანებს.

"მინდა ყველა მშობლისთვის ხაზგასმით ვთქვა, ბავშვების დიდ უმრავლესობას, რომლებიც ახალი კორონავირუსით დაავადდებიან, არამწვავე სიმპტომები ექნებათ და სრულიად გამოჯანმრთელდებიან, მსგავსი გართულებები ძალიან იშვიათია" - განაცხადა WHO-ის წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა.