მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: COVID-19-თან საბრძოლველად საჭირო თანხის მხოლოდ 10% შევაგროვეთ

5f3272d6db9cc
ნათია თაქთაქიშვილი
11.08.20 16:40
1636
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ორგანიზაციამ COVID-19-თან საბრძოლველად საჭირო თანხის მხოლოდ 10 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს ამბიციებსა და იმ დაფინანსებას შორის, რომელიც ამ დრომდე არის მობილიზებული. ჩვენ კონტრიბუტორების მადლობელი ვართ, თუმცა ჯერ მობილიზებულია მხოლოდ 10 პროცენტი. ამასთან, ეს გლობალური ინვესტიციის მხოლოდ ნაწილია. მაგალითად, ვაქცინებისთვის დაახლოებით 100 მილიარდი დაგვჭირდება. ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ არაფერია 10 ტრილიონთან შედარებით, რომელიც მსოფლიომ COVID-19-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ამავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის სეზონურობა არ დადასტურდა და თუ მსოფლიო ზეწოლას არ გააგრძელებს, ვირუსი დაბრუნდება.