მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO და IMF - თუ ქვეყნები იჩქარებენ შეზღუდვების მოხსნას, ეკონომიკური კრიზისი გახანგრძლივდება

5e877e1b698f5
თამთა ჯიჯავაძე
03.04.20 22:15
1704
თუ ქვეყნები იჩქარებენ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდება და გახანგრძლივდება. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა თედროს გებრეიესუსმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადეს.

მათივე თქმით, ეკონომიკური და სოციალური გავლენა პანდემიის გასაკონტროლებლად დაწესებული შეზღუდვებისა საკმაოდ ღრმაა, თუმცა, შეზღუდვების მოხსნა ვითარებას გაამწვავებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ისტორიაში არასოდეს გვქონია შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა ასეთ ჩიხში ყოფილიყო შესული“, – განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ. მისი თქმით, კრიზისი იმაზე უარესისკენ მიდის, ვიდრე ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო.