მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგური ატრაქცია" შპს "ენგურჰესის“ დაქვემდებარებაში გადადის

636cec5a1a162
ინგა მურუსიძე
11.11.22 10:15
900
შპს „ენგური ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაში გადადის. როგორც bm.ge-ს „ენგური ატრაქციას“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, სამართლებრივი ცვლილების პროცესი ახლა მიმდინარეობს და ოფიციალურად რამდენიმე დღეში განხორციელდება.

კითხვაზე - რამ განაპირობა აღნიშნულის საჭიროება, ნიკოლოზ ანთიძემ უპასუხა, რომ ლოგიკურიც იყო, ასე მომხდარიყო, რადგან ატრაქცია უშუალოდ ენგურჰესზე მდებარეობს.

„ლოგიკურადაც სწორია ეს გადაწყვეტილება, რადგან ენგურჰესის ტურისტული ატრაქციაა. ეს სწორი იქნება ბიუროკრატიის გამარტივების თვალსაზრისითაც და ბევრი სხვა პროცესების გამარტივების მიმართულებითაც“, - აღნიშნა ანთიძემ.

"ენგურჰესზე სამი მუზეუმი მოეწყობა" - ექვს თვეში ატრაქციას 35 000 ვიზიტორი სტუმრობდა