მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: დელტა შტამი ევროპის დიდ ნაწილში დომინირებს, საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება

60fbccc2b2ca5
BM.GE
24.07.21 13:00
553
უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2-ის „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტის უმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა.

WHO-ს ევროპის რეგონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 ქვეყანა) იმ 28 ქვეყნიდან, რომლებმაც აღრიცხეს საკმარისად სრული გენეტიკური სეკვენირების ინფორმაცია. ამ 19 ქვეყნიდან, ადგილობრივად სეკვენირებული ვირუსის იზოლატების საშუალო წილში გამოვლენილი დელტა შტამი შეადგენდა 68,3%. ეს მაჩვენებელი უსწრებს მანამდე დომინანტურ ალფა შტამის მაჩვენებელს (22,3%) რეგიონში.

ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება. იგი უკვე გამოვლენილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი გავრცელება გაგრძელდება და იგი შეცვლის სხვა შტამების გადაადგილებასაც, იმ შემთხევევაში თუ არ გამოჩნდება ახალი კონკურენტუნარიანი ვირუსი.

ჰანს ჰენრი კლუგე, WHO-ს ევროპის რეგონული ოფისის დირექტორი ამბობს: „პანდემიის დასრულებიდან ჯერ კიდევ ძალინ შორს ვართ. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია დელტა შტამის დაჩქარებული ტემპით გავრცელებასთან. წევრ სახელმწიფოთა მიერ მოსახლეობის ვაქცინაციის გაძლიერებული მცდელობის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან.“

„კარგი ამბავია ის, რომ მონაცემები აშკარად აჩვენებს, რომ ვაქცინაციის სრული კურსი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რთული ფორმებისა და სიკვდილის რისკს. ამიტომ, უნდა ავიცრათ, როცა ჩვენი ჯერი დადგება.“

„ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიყოთ ფრთხილად და შექმნილ სიტუაციას საღი აზრი დავუპირისპიროთ. ეს ნიშნავს რომ შესაძლებლობისთანავე საჭიროა სრულად ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში, ვატაროთ პირბადე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ზომებით საკუთარ თავსა და ჩვენს გარშემომყოფებს ვიცავთ,“ - ამბობს ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი, - „ამ ზომებს, შეგვიძლია „ანტი-ლოქდაუნის“ ზომებიც ვუწოდოთ, რადგან მათი დაცვა ახდენს ვირუსის პრევენციას „ლოქდაუნის“ აუცილებლობის გარეშე.“

WHO და ECDC მოუწოდებენ პრიორიტეტულ ჯგუფებს: ასაკოვან ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი, რათა დაიცვან საკუთარი თავი და მათთან კონტაქტში მქოფი მოწყვლადი ადამიანები მძიმე დაავადებისგან.

გარდა ამისა, მკაცრად რეკომენდებულია ვაქინაცია ყველა შესაბამისი ჯგუფისთვის. იქ სადაც „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ვრცელდება, საჭიროა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, მათ შორის COVID-19 გადაცემის კონტროლისთვის მოსახლეობის ტესტირებაზე წვდომის გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპი ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მაღალი.

ევროპაში COVID-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მათ შორის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და ყოველკვირეულად იზრდება ახალი შემთხვევებიც. გაიზარდა შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე სწრაფად 15-დან 24 წლამდე ასაკში. ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევების ხუთმაგი ზრდა.

ჰანს კლუგეს მკაფიო გზავნილი აქვს იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შეამსუბუქეს საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეზღუდვები:

„WHO რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, გაზარდონ უფასო ტესტირების ხელმისაწვდომობა, გააფართოონ სეკვენირება, ხელი შეუწყონ კონტაქტების დადასტურებული შემთხვევებისთვის იზოლირებას, გააძლიერონ კონტაქტების ძიება, რათა მოხდეს გადაცემის ჯაჭვის გარღვევა და უზრუნველყონ რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია.”

ამ ზაფხულს ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად გაითვალისწინეთ WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის კამპანიის #უსაფრთხოზაფხული (Summer Sense) რჩევები:

მოგზაურობა შეიცავს რისკს. მოგზაურობამ და შეკრებებმა შეიძლება გაზარდოს COVID-19- ით ინფიცირებისა და მისი გავრცელების რისკი. თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე და შეაფასეთ თქვენი რისკები. თქვენი გადაწყვეტილება როლს თამაშობს პანდემიის დასრულებაში. თუ მოგზაურობას და შეკრებას გადაწყვეტთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ:

o ატარეთ პირბადე, დაიბანეთ ხელები, დაიცავით დისტანცია.

o გაზომეთ რისკი „კარიდან-კარამდე“: გარეთ გასვლის მომენტიდან შინ დაბრუნებამდე, ყოველ ნაბიჯზე შეაფასეთ რისკი და მიიღეთ შესაბამისი ზომები. დამტკიცებულია, რომ ხელების ხშირი დაბანა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ვირუსისაგან გვიცავს.

o მოგზაურობაზე მეტად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილს, სადაც იმყოფებით. დახურული, იზოლირებული და ხალხმრავალი ადგილები ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე დაგაყენებთ. აირჩიეთ ღია, კარგად გავინიავებული სივრცეები, დაიცავით მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია, ატარეთ პირბადე. ბევრ ადგილას