მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

5f9bbe9908188
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.20 11:23
923
საქსტატმა დღეს 2020 წლის სექტემბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის, მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. 

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში კლების ტენდენციაა.

"2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში", - ნათქვამია ანგარიშში. 

სხვა თვეებისგან განსხვავებით, სექტემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში მცირედით - 3.2%-ით გაიზარდა და მან სექტემბერში 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში შემცირებული იყო.