მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ევროპას წინ კორონავირუსის აფეთქება და მძიმე დღეები ელის

5fa545659a4d7
ნათია თაქთაქიშვილი
06.11.20 19:32
964
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპაში ახლა კორონავირუსის აფეთქებაა და კონტინენტს წინ მძიმე დღეები ელის.

„ჩვენ ვხედავთ აფეთქებას. მხოლოდ რამდენიმე დღე იყო საკმარისი, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მილიონით გაზრდილიყო“ ,- განაცხადა კლუგემ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, სკოლების დახურვა არ არის საჭირო, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში ხდება.

„ჩვენ ბოლო მომენტამდე უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რადგან ვერ დავუშვებთ, რომ კორონავირუსის გამო თაობა დაიკარგოს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს აუცილებლად გამოიყენონ პირბადე.

„პირბადის ტარებით და სოციალური კონტაქტების შემცირებით ჩვენ თებერვლისთვის ევროპის რეგიონში 266 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.