მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ევროპაში კარანტინის მოხსნის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა

5ef5ad65b0de2
ნათია თაქთაქიშვილი
26.06.20 14:45
1184
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ (WHO), რომ ევროპაში კარანტინის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.

ჰანს კლუგეს განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის 2.5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა ევროპიდან, მაშინ როდესაც კარანტინის და საგანგებო მდგომარების მოხსნამდე ინფიცირების რაოდენობა კლებით ხასიათდებოდა რეგიონის მასშტაბით.

„ევროპაში გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ეს ბოლო რამდენიმე თვეში პირველად ხდება. 30-მა ქვეყანამ დაფიქსირდა შემთხვევების მატება. თუ ეს უყურადღებოდ დავტოვეთ, მაშინ ჯანდაცვის სისტემა ევროპაში ისევ უფსკრულის ზღვარზე დადგება“, – განაცხადა კლუგემ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს კონკრეტული ქვეყნები და ციფრები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, სადაც COVID-19 ხორცის საწარმოში გავრცელდა და 1,500 ადამიანი დაინფიცირდა. ამის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კვლავ კარანტინი გამოაცხადეს. ვირუსის შემთხვევების რიცხვის მატების გამო, შეზღუდვების ხელახლა დაწესება გახდა საჭირო ლისაბონშიც.