მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ფართომასშტაბინი ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 2021 წლის შუა პერიოდიდან გახდება ხელმისაწვდომი

5f524c4880424
ნათია თაქთაქიშვილი
04.09.20 18:30
764
მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) სპიკერის მარგარეტ ჰარის განცხადებით, WHO ვარაუდობს, რომ კორონავირუსზე ფართომასშტაბინი ვაქცინაცია 2021 წლის შუა პერიოდიდან გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

WHO-ს სპიკერის განცხადებით, 34 ვაქცინაზე მიმდინარეობს კლინიკური ცდები მსოფლიოს მასშტაბით და ამასთანავე, 142 ვაქცინა კლინიკური ცდების დაწყებისთვის ემზადება.

როგორც გამოცემა წერს, მარგარეტ ჰარის რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადრება არ გაუმახვილებია, თუმცა აღნიშნა, რომ მესამე ფაზის ცდა უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს, რადგან სწორედ მესამე ფაზის დროს ხდება ვაქცინის უსაფრთხოების ხარისხის შეფასება.