მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ის ევროპის რეგიონის დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს, თბილი ამინდებით არ მოტყუვდნენ

5e988f4651324
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 20:20
2069
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლიუგე მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რეგიონი ჯერ კიდევ პიკის ფაზაშია.

კლიუგემ Twitter-ზე განაცხადა, რომ პოზიტიური ნიშნების მიუხედავად, რეგიონი ჯერ კიდევ არ გასცდენია პიკის პერიოდს.

„არაფერი შეგეშალოთ, გაზაფხულის ამინდის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ქარიშხლის შუაგულში ვართ. ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ გამოუცდია პანდემიის სრული სიმძიმე, მაშინ როცა ზოგ ქვეყანაში შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების კლება“, – განაცხადა WHO-ის ევროპის რეგიონის დირექტორმა.

მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების 50% სწორედ ევროპაში ფიქსირდება.